Wednesday, July 23, 2014

სასწავლო პროექტი

  ფეხბურთი
პროექტი:Football

პროექტის თემა:Football  and  Footballer

პროექტის აქტუალობა:ბავშვებმა მოიძიონ ინფორმაცია მსოფლიოს წამყვან ფეხბურთელებზე,მათი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე,იმ პიარ-კამპანიებზე ,რომელშიდაც მათ დიდი წვლილი შეიტანეს,ქველმოქმედებაზე -რომელსაც ისინი ეწევიან სხვების დასახმარებლად და ა.შ.

პროექტის მიზანი:ბავშვებმა ისწავლონ პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრა,განუვითარდეთ თანამშრომლობითი,კვლევა-ძიების,კომუნიკაციის და სოციალური ქსელის სასწავლო მიზნით გამოყენების უნარი.

მონაწილეთა ასაკი:12-13წელი

ვადები/ხანგრძლივობა:1თვე

მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები ამოარჩევენ ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კამპანიას და მოამზადებენ ვიდეო კოლაჟს,რომელშიდაც ფეხბურთელების როლებს განასახიერებენ.

პროექტისათვის საჭირო რესურსები:ფეხბურთელების პლაკატები,ვიდეო კამერა,ფეხბურთის ფორმები,ბურთები და ა.შ.

პროექტის მიმდინარეობა:(ძირითადი აქტივობები):მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს პროექტის მთავარ იდეას, პროექტის ძირითად  მიზანს და მიმდინარეობას,დაყოფს მათ ჯგუფებად და დაავალებს თითოეულ ჯგუფს წარმოადგინონ მათი ჯგუფისათვის სასურველი ფეხბურთელი და ის კამპანია ,რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ფეხბურთელის ცხოვრებაში ასევე ჩვენს ქვეანაშიც აქტუალური თემა და პრობლემაა. ვიდეო კოლაჟი მომზადდება ინგლისურ ენაზე , ასევე პრეზენტაციები მომზადდება ინგლისურ ენაზე, წარმოდგენის დროს ერთი მოსწავლე იქნება თარჯიმანი და გადათარგმნა მოხდება ქართულ ენაზე. მომზადდება შეფასების სქემა მოსწავლეებთან ერთად და შეფასების სქემის მიხედვით მოხდება საუკეთესო ვიდეო კოლაჟის შერჩევა,საუკეთესო პროექტის მონაწილეები და ავტორი დაჯილდოვდება წამახალისებელი პრიზებით,დანარჩენ ჯგუფებს გადაეცემათ სიგელი პროექტში მონაწილეობისათვის.პროექტი გაგრძელდება ერთი თვის მანძილზე,მსვლელობის დროს მოხდება დაკვირვება და შეფასება,დასასრულს მოეწყობა პრეზენტაცია და ვიდეო კოლაჟის ჩვენება, შემდგომ გაკეთდება საბოლოო შედეგების გამოცხადება და დაჯილდოვება
.
ეროვნულ საწავლო გეგმასთან კავშირი:
უცხ.ს.IV.13. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის შედგენა, რომელშიც ავლენს თვითგამოხატვის უნარს.

უცხ.ს.IV.17. მოსწავლეს შეუძლია ყოფითი საკომუნიკაციო სიტუაციისთვის თავის გართმევა.

უცხ.ს.IV.18. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი.

უცხ.ს.IV.24. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., ზეიმის მოწყობა, შეხვედრები იმავე ქალაქში/რეგიონში მოღვაწე უცხოურენოვანებთან, მუზეუმის კატალოგის უცხოენოვანი ვერსიის შექმნა სკოლის ვებ-გვერდზე განსათავსებლად და სხვა).

უცხ.ს.IV.28. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის დამუშავება მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით.

პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):მარიტა შველიძე

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: marita.shvelidze@gmail.com




                                         
 

პრეზენტაცია

იხილეთ პრეზენტაცია